ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასმა 2015 წლის მინიმალურ ზღვარს მიაღწია
ლონდონის ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად Brent-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელის ფასმა 52 დოლარი შეადგინა. ასეთი დაბალი ფასი ბოლოს 2015 წლის იანვარში დაფიქსირდა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ნავთობის ფასი $51,81-მდე მას შემდეგ შემცირდა, რაც აშშ-ში ჭაბურღილების ზრდის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
Mobius Risk Group-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯონ სოსერის აზრით, უახლოეს მომავალში Brent-ის ნავთობის ფასი შეიძლება 47 დოლარზე დაბლა დაეცეს. სააგენტო Bloomberg-ის ექსპერტები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლომდე ნავთობის ფასმა, შესაძლოა, 40 დოლარი შეადგინოს. ანალიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაზე ნავთობის ფასების გავლენას სწავლობენ.