დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებში რუსული ავიაციის გამოჩენის შემდეგ განგაში გამოცხადდა (ვიდეო)

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზც გადაღებულია თუ როგორ აფრინდა ორი ავიაგამანადგურებელი Eurofighter Typhoon ესტონეთის ერთ-ერთი სამხედრო ბაზიდან რუსული თვითმფრინავების შესაჩერებლად.
როგორც უწყებაში „ბი-ბი-სის“ განუცხადეს, ბალტიის ქვეყნების საზღვრის სიახლოვეს ორი „ან-26“, ოთხი „მიგ-31“, და ოთხი „სუ-34“ გამოჩნდა. ათივე რუსული საჰაერო ხომალდი ბალტიის სახელმწიფოების საზღვრის სიახლოვეს საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. ბრიტანულმა ავიაგამანადგურებლებმა ისინი რუსეთის საჰაერო სივრცემდე მიაცილეს და შემდეგ ავიაბაზაზე დაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები