აშშ-ში ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე დაიღუპა
აშშ-ს კალიფორნიის შტატში, მოდოკის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დეივ რულთან კავშირი წინა ღამეს გაწყდა. ამის შემდეგ სამაშველო ოპერაცია დაიწყო, მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მეხანძრის ცხედარი აღმოაჩინეს.
აშშ-ს სატყეო სამსახური დეტალური გამოძიების ჩატარებას გეგმავს, რათა მსგავსი უბედური შემთხვევები მომავალში გამოირიცხოს. დეივ რული, რომელსაც ცოლი და ორი შვილი დარჩა, მანამდე აშშ-ს სანაპირო დაცვაში მუშაობდა.