„შპიგელი“: ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავებას მეოთხედ შეეცდება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიღო გადაწყვეტილება, 2017 წელს კანცლერის პოსტზე კენჭი იყაროს. ამის თაობაზე ჟურნალი „შპიგელი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიისთვის მზადების საკითხი მერკელმა უკვე განიხილა „ქრისტიანულ-დემოკრატიული“ კავშირის გენერალურ მდივანთან პეტერ ტაუბერთან და პარტიის მმართველ დირექტორთან კლაუს შულერთან. ოფიციალურად მერკელის ამ გადაწყვეტილების შესახებ 2016 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.
პირველად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პოსტი ანგელა მერკელმა 2005 წელს დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები