იაპონიის სანაპიროსთან ბორანი დაიწვა

იაპონიის სანაპიროსთან, კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთით ბორანს ცეცხლი გაუჩნდა. ხომალდის ბორტზე 93 ადამიანი, მათ შორის 71 მგზავრი იმყოფებოდა. ეკიპაჟის ერთი წევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ხანძრის მიზეზები უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გემბანზე გაჩნდა, სადაც მანქანებია განთავსებული. თავდაპირველად ეკიპაჟმა ხანძრის ჩაქრობა საკუთარი ძალებით გადაწყვიტა, თუმცა ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ მგზავრების ევაკუაცია გადაწყდა.
ამჟამად ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ევაკუირებულია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამაშველო ოპერაციაში 15 კატარღა და 5 თვითმრინავი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები