რუსეთში მატარებელი სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა

 

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში მატარებელი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად ლოკომოტივი და ექვსი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
დაშავებულია ორი ადამიანი – „კამაზის“ მძღოლი და ელმავლის მემანქანე. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც რუსეთის რკინიგზაში აცხადებენ, ელმავლის მემანქანემ რელსებზე გაჩერებული „კამაზი“ დაინახა და დამუხრუჭებას შეეცადა, მაგრამ მატარებლის გაჩერება ვერ მოასწრო. შეჯახების შემდეგ ლოკომოტივი ამობრუნდა, თუმცა ვაგონები, რელსებიდან გადასვლის მიუხედავად, ვერტიკალურ მდგომარეობაში დარჩა.
ავარიის გამო მოსკოვი-ბელგოროდის რკინიგზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება ორივე მიმართულებით შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები