უკრაინული კომპანია მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივის
კომპანია „მილენიუმ 2003“, რომელიც ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ილიჩევსკის პორტში ტვირთების განბაჟების დროს მონოპოლოზიმში დაადანაშაულა, ცილისწამებისთვის კიევის სასამართლოში სარჩელს შეიტანს. სააკაშვილმა ეს კომპანია ილიჩევკის პორტში გამართულ ბრიფინგზე მონოპოლიზმში დაადანაშაულა. სააკაშვილის განცხადებით, ეს კომპანია ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ეკუთვნის და მას ტვირთების განბაჟების საკითხში მონოპოლია აქვს.
„საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომლებიც არა ბიუჯეტში, არამედ ოლიგარქების ჯიბეებში მიდის. სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ გამოიწვია პორტის ხელმძღვანელობის მიმართ ჩემმა აქტიურმა პოზიციამ კოლომოისკის უკმაყოფილება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამის საპასუხოდ „მილენიუმ 2003“-ის დირექტორის მოადგილემ სამველ ბარიკიანმა განაცხადა, რომ ეს ფირმა ტვირთების განბაჟებას არ აწარმოებდა და არც ახლა აწარმოებს.
„ჩვენ სახელმწიფო საბაჟო სამხურიდან ტვირთების განბაჟების უფლება არ მიგვიღია. 2007 წლიდან „მილენიუნ 2003“ ილიჩევსკის პორტში ტვირთების აწონვის, ასევე იმ ტვირთების შენახვის მომსახურებას ეწევა, რომლებიც საბაჟო კონტროლის ქვეშ არ იმყოფება“, – განაცხადა ბარიკიანმა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ოდესის გუბერნატორს არასწორი ინფორმაცია მიაწოდე, რის გამოც მან ასევე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. კომპანია მოითხოვს მის მიერ საბაჟო მომსახურების შესახებ, აგრეთვე მისი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის, ასევე მოპასუხე მხარის მიერ თავისი განცხადების უარყოფას.