თურქეთში პოლიციასა და „ბოევიკებს“ შორის მომხდარ შეტაკებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

პოლიციელებსა და „ქურთთა მუშათა პარტიის“ „ბოევიკებს“ შორის თურქეთის ქალაქ პოზანტიში მომხდარ შეტაკებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ტელეარხ „TRT“-ს ინფორმაციით, ტერორისტები თავს დაესხნენ ადგილობრივი უშიშროების ძალების სამმართველოს და ორი პოლიციელი მოკლეს. საპასუხო ცეცხლით ორი თავდამსხმელი განადგურდა. მოგვიანებით ერთი პოლიციელი შეტაკების შედეგად მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ამჟამად პოლიცია თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა დაკავების ოპერაციას ატარებს.
თურქეთში მდგომარეობა 20 ივლისის შემდეგ გამწვავდა, როდესაც ქალაქ სურუჩში მომხდარ აფეთქებას 32 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ და „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ამის საპასუხოდ „ქურთთა მუშათა პარტიამ“ განაცხადა, რომ ანკარასთან სამშვიდობო შეთანხმებამ ძალა დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები