ნეპალში მეწყერს 30 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში მომხდარ მეწყერს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მეწყერებმა, რომლებიც კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ნეპალი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა აპრილში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრით მიყენებული შოკისგან. მაშინ 9 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები