მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ქალაქ მასაპილში სატვირთო ავტომობილმა მართვა დაკარგა და კათოლიკე მორწმუნეთა პროცესიაში შევარდა, რომელიც ქალაქის მთავარი ტაძრისკენ მიემართებოდა. ABC News-ის ცნობით, 27 ადამიანი დაიღუპა და 149 დაშავდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მაშველებმა დაშავებულებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ზოგიერთი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
ამ დღეებში მასაპილში რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობს. ქალაქის მოსახლეობა მსვლელობებს მართავს და ადგილობრივ სიწმინდეებთან მიდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები