მოსკოვის მეტროში ახალგაზრდა მამაკაცს ესკალატორმა ორი თითი მოაწყვიტა

მოსკოვის მეტროში, სადგურ „პუშკინსკაიაზე“ 24 წლის მამაკაცმა ორი თითი დაკარგა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კაცი მობილური ტელეფონის აღებას შეეცადა, რომელიც გოგონას დაუვარდა. სწორედ ამ დროს მისი თითები ესკალატორის რკინის ქვეშ მოჰყვა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეტროს პოლიცია ამ ფაქტს ამოწმებს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა დაახლოებით ორი თვის წინ თბილისში, მეტროს სადგურ „პოლიტექნიკურ ინსტიტუტში“ მოხდა, სადაც ესკალატორმა მცირეწლოვან ბავშვს ფეხის სამი თითი მოაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები