მოსკოვმა და ანკარამ „თურქული ნაკადის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკება შეაჩერეს

თურქეთისა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის „თურქული ნაკადის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ წყაროს ცნობით, მხარეები ბუნებრივი აირის ფასზე ვერ შეთანხმდნენ. თურქეთის ხელისუფლება 10,25%-ის შეღავათს მოითხოვს, წელიწადში 28-30 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდების პირობებში.
რუსეთი თურქეთისგან რამდენიმე პირობაზე თანხმობას ითხოვს. ამ პირობებში ანკარას მიაჩნია, რომ ბუნებრივი აირის ფასზე შეღავათის მოთხოვნა მისი უფლებაა. გარდა ამისა, მოსკოვს ერთდროულად გაზსადენის ოთხი ხაზის მშენებლობა სურს, თურქეთი კი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ხაზის მშენებლობას დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები