მიგრანტებმა ლა-მანშის გვირაბზე ახალი შტურმი მიიტანეს

პოლიციამ ლა-მანშის გვირაბში 200-დე უკანონო მიგრანტის შეღწევის მცდელობა აღკვეთა. ეს ადამიანები საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლას ცდილობდნენ. ფრანგმა სამართალდამცველებმა მიგრანტებს გზა გადაუკეტეს. ყველაზე აქტიურები დაკავებულები არიან. პოლიციის ინფორმაციით, ამ დღეებში მიგრანტების აქტივობა ოდნავ შენელდა.
„ყოველ ღამით ჩვენ ათობით და ასობით მიგრანტს ვაკავებთ. გვჭირდება დამატებითი ძალები, რადგანაც მიგრანტების რაოდენობა ძალზე გაზრდილია“, – ამბობენ პოლიციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს ღამით ორი ათასი არალეგალი მიგრანტი, ძირითადად, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ლა-მანშის გვირაბის მეშვეობით საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლას შეეცადა. გვირაბის დაცვამ და პოლიციამ ეს შეტევა დიდი გაჭირვებით მოიგერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები