იერუსალიმში გეი-აღლუმის მონაწილეებს თავს დაესხნენ

ექვსი ადამიანი დაიჭრა იერუსალიმში ლგბტ საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ე.წ. სიამაყის აღლუმის მონაწილეებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. CNN-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. მან ექვს ადამიანს ჭრილობა მიაყენა, მათ შორის ორს – მძიმე.
თავდამსხმელი დაკავებულია. ის ებრაელი ეროვნების იშაი შლისელი აღმოჩნდა. შლისელი ციხიდან სამი კვირის წინ გამოვიდა, სადაც 10 წლის წინ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულისთვის სასჯელს იხდიდა. ყველაზე მძიმე ჭრილობა 30 წლის ქალმა მიიღო, რომელიც შლისელმა მკერდში დაჭრა. ექიმები ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
იმავე დღეს იერუსალიმში არეულობა მოხდა, რომელიც ადგილობრივმა რადიკალებმა მოაწყვეს. მემარჯვენე რადიკალური ებრაული ორგანიზაცია „ლეხავას“ წევრებმა გეი-აღლუმის ჩატარება გააპროტესტეს. პოლიციამ არეულობაში მონაწილე 4 პირი დააკავა. ისრაელში ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზება 1988 წელს მოხდა. ლგბტ საზოგადოება აქციებს 1993 წლიდან აწყობს.

11793143_10204383555380595_1227742635_n

11823791_10204383555460597_126867752_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები