აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კომპანიების და ფიზიკური პირების მიმართ სანქციების სია გააფართოვა. ამის შესახებ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს.
გაფართოებულ სიაში შევიდნენ: უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო, ბორის როტენბერგის შვილი რომან როტენბერგი, ასევე ყირიმის პორტები. გარდა ამისა, სიაში ჩამოთვლილია რუსული ფირმების შვილობილი კომპანიები, რომელთა მიმართ სანქციები უკვე მოქმედებდა.
ეს შვილობილი კომპანიები გრძელვადიან დაფინანსებას აქამდეც ვერ იღებდნენ და აშშ-ში აქციებს ვერ ათავსებდნენ. თუმცა ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ „შავ სიაში“ ეს კომპანიებიც შეიყვანოს, რათა სანქციებისგან თავის არიდება გამოირიცხოს.