არსენი ავაკოვი უკრაინაში პროფესიული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში აუცილებელია სასწრაფო რეფორმების გატარება და ჯარის პროფესიულ ყაიდაზე გადაყვანა.
„როდესაც ვუყურებ ამ პროცესს, ამ მობილიზაციას, უფრო სწორედ სამხედრო კომისარიატების დებილიზაციას, რომლებიც დასდევენ ახალგაზრდებს და მათ კომისარიატებში მოწვევებს ურიგებენ, ვხვდები, რომ საჭიროა არმიის რეფორმირება მისი ბრძოლისუნაირანობის გაზრდის მიზნით. ჯარი დღესვე უნდა გადავიდეს პროფესიულ ყაიდაზე, შეიარაღებული ძალების რაოდენობა უდნა შემცირდეს და გაიზარდოს მათი ანაზღაურება. ასეთ პრინციპს აქვს მომავალი, ხოლო წვევამდელების დევნას ქუჩებში – არა “,- განაცხადა ავაკოვმა.
მისი ინფორმაციით, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი და მინისტრი, ის ქვეყნის პრეზიდენტს შესაბამისი წინადადებებით უახლოეს მომავალში მიმართავს.