კადიროვი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის მზად არის
ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ „დიდი სიამოვნებით“ მიიღებდა მონაწილეობას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ჩემი ნება რომ იყოს, მე წავიდოდი და მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებდი. მე მთელი ჩემი ცხოვრება ასეთი ურჯულოების წინააღმდეგ ვიბრძოდი. სწორედ ამიტომ წავიდოდი მათ გასანადგურებლად, ხოლო ვინც იქ შემთხვევით აღმოჩნდა, ვისაც ჭკუა აუბნიეს, მათ ავუხსნიდი, რომ მათ პროპაგანდაში და იდეოლოგიაში წმინდა ყურანიდან არაფერი არის“, – განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, მისი ოცნებაა, იყოს მემომარი და თავი დადოს უფლისა და ერის გულისთვის – ეს არის უდიდესი ბედნიერება.
შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვი ამას წინათ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისთვის“ მოქალაქეობის ჩამორთმევის მოწოდებით გამოვიდა.