უკრაინაში პროკურორების თანამდებობების დასაკავებლად განაცხადების შეტანა 10 აგვისტომდე გაგრძელდა
უკრაინაში ადგილობრივი პროკურორების თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შეტანის ვადა 10 აგვისტომდე გაგრძელდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა.
„ზაფხულის პერიოდის და იმის გათვალსიწინებით, რომ ადგილობრივი პროკურორების და მათი მოადგილეების თანამდებობების დაკავების ბევრი მსურველი არსებობს, გადაწყვეტილება მივიღეთ, კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი 10 აგვისტომდე გავაგრძელოთ“, – განაცხადა საყვარელიძემ.
პროკურორების შერჩევა ოთხ ეტაპად განხორციელდება – პროფესიული ტესტი, ლოგიკის ტესტი, ფსიქოლოგიური პორტრეტი და ონლაინგასაუბრება. საერთო ჯამში, იგეგმება 700 ადგილობრივი პროკურორის შერჩევა.
საყვარელძემ ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქალაქო და რაიონული პროკურატურების ხელმძღანელები თავის ქვეშევრდომებზე ზეწოლას ახდენენ, რათა მათ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღონ.