ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შემთხვევაში ის დამატებით 55 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს

ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გაუქმების შემთხვევაში ის წელიწადში 55 მილიარდი დოლარის დამატებით შემოსავალს მიიღებს. ეს მონაცემები აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუიმ გაავრცელა. The Christian Science Monitor-ის ინფორმაციით, ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამას ანალიტიკოსები ელოდნენ.
ჯეიკობ ლიუის შეფასებით, ირანის ეკონომიკას დაახლოებით 500 მილიარდი დოლარის ინვესტიციები სჭირდება. ნავთობის და გაზის მოპოვების წინა მასშტაბების აღსადგენად კი 100-დან 200 მილიარდ დოლარამდეა აუცილებელი.
ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა აშშ-ს კონგრესში მისვლამდე გააკეთა, სადაც ის ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან ერთად აშშ-ს სენატორებს ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესახებ აცნობა. ამ შეთანხმებების მიხედვით, ირანი 5 წლის განმავლობაში 3.67 პროცენტზე ზევით ურანის გამდიდრებაზე უარს ამბობს, ხოლო ქარხანა „ფორდო“ მან ტექნოლოგიურ ცენტრად უნდა გადააკეთოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები