თურქეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

  თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. თურქეთში მოსახლეობა 15 წლის ბერკინ ელვანის დაკრძალვის ცერემონიაზე შეიკრიბა, რომელიც გასულ წელს გამართული აქციების შედეგად მძიმედ დაიჭრა და მას შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 15 წლის ბავშვის დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დემონსტრანტები სტამბოლის ქუჩებში გამოვიდნენ. მათ დასაშლელად ადგილობრივმა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცველებმა ათობით დემონსტრანტი დააკავეს.
აქციები ერთდროულად თურქეთის რამდენიმე ქალაქშიც მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები