ინდოეთში ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებული სიკვდილით დასაჯეს

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში 1993 წელს ტერაქტების სერიაში ბრალდებული იაკუბ მემონი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მემონი ხუთშაბათს დილით ჩამოახრჩვეს.
გასულ კვირას ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ იაკუბ მემონის შეწყალების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სიკვდილით დასჯა მას 2007 წელს მიუსაჯეს.
ქალქ მუმბაიში 1993 წელს 13 აფეთქება მოხდა, რომელსაც, საერთო ჯამში, 257 ადამიანი ემსხვერპლა. ათასამდე ადამიანი დაიჭრა. ასაფეთქებელი მოწყობილობები ხალხმრავალ ადგილებში გაჩერებულ ავტომობილებში იყო დამონტაჟებული
ტერაქტების ორგანიზატორები არიან: დავუდ იბრაჰიმი და იბრაჰიმ მემონი, რომლებიც ამჟამად პაკისტანის ტერიტორიაზე იმალებიან. იაკუბ მემონი იბრაჰიმ მემონის ძმაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები