აშშ-ს თეთრი სახლი „თალიბანის“ ლიდერის გარდაცვალებას ადასტურებს

აშშ-ს ადმინისტარცია აცხადებს, რომ „თალიბანის“ ლიდერის მოლა ომარის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ შულცმა განაცხადა.
„ჩვენ ეს ინფორმაცია შევისწავლეთ, დეტალებისგან თავს შევიკავებთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ის სიმართლეს შეესაბამება“, – განაცხადა შულცმა.
მოლა ომარის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს გავრცელდა. „თალიბანის“ ლიდერის დაღუპვის ამბავი მედიაში ადრეც ვრცელდებოდა, მაგრამ თალიბები მას უარყოფდნენ. ომარის გარდაცვალებას ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლები ამჟამადაც არ ადასტურებენ.
ექსპერტები კი, ომარის დაღუპვის შესახებ ცნობების დადასტურების შემთხვევაში, „თალიბანის“ მომავალ გეგმებზე საუბრობენ. ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს რადიკალურ დაჯგუფებას და ავღანეთის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო პროცესს ხელს შეუწყობს. თუმცა არის განსხვავებული მოსაზრებაც. ბოლო დროს თალიბებმა ქვეყნის რამდენიმე რაიონში წარმატებული ოპერაციები ჩაატარეს და სამხედრო ბაზები დაიკავეს. ასე, რომ ავღანეთის ხელისუფლება „თალიბანთან“ მომდევნო მოლაპარაკების წინ საკმაოდ არამომგებიან პოზიციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები