მადაგასკარის სიახლოვეს 2014 წლის 8 მარტს დაკარგული მალაიზიური „ბოინგის“ ფრაგმენტია აღმოჩენილი

მალაიზიის ხელისუფლება პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ კუნძულ მადაგასკარის სიახლოვეს ნაპოვნი თვითმფრინავის ნაწილები 2014 წლის მარტში დაკარგულ Boeing 777-ს ეკუთვნის. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ აბდულ აზიზ კაპრავიმ განუცხადა.
გამომძიებლებმა, რომლებიც მადაგასკარის აღმოსავლეთით, კუნძულ რეიუნიონზე მუშაობენ, მალაიზიური „ბოინგის“ სარეგისტრაციო ნომერი აღმოაჩინეს.
„აღმოჩენილია ფრაგმენტი სარეგისტრაციო ნომრით 657BB. ის უდავოდ მალაიზიურ „ბოინგს“ ეკუთვნის“, – განუცხადა რადიოსადგურ „France Info“-ს ექსპერტმა ქსავიე ტიტელმანმა.
ეს ინფორმაცია ამერიკული კორპორაცია „ბოინგის“ წარმომადგენლებმაც დაადასტურეს
შეგახსენებთ, რომ მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, 2014 წლის 8 მარტს გაუჩინარდა. თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია ამ დრომდე მთელი ინდოეთის ოკეანის მასშტაბით – აფრიკის სანაპიროდან ავსტრალიამდე მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები