Dailу Star: „ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“ და „თალიბანი“ მესამე მსოფლიო ომს ამზადებენ
„ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“ და „თალიბანი“ გაერთიანებას აპირებენ, რათა მესამე მსოფლიო ომი დაიწყონ. ამის შესახებ გამოცემა Dailу Star-ი წერს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ მიზნის მისაღწევად ეს ტერორისტული დაჯგუფებები ინდოეთზე თავდასხმას აპირებენ. დაჯგუფების ამ გეგმების შესახებ 32-გვერდიან დოკუმენტშია საუბარი.
„აშშ-თან პირდაპირი კონფრონტაციის ნაცვლად, ჩვენ არაბულ სამყაროში შეიარაღებული აჯანყება უნდა მოვაწყოთ. იმ შემთხვევაში, თუ აშშ ჩვენ შემოგვიტევს, რაც სავარაუდოდ, მოხდება, მუსულმანური საზოგადოება გაერთიანდება და დასავლეთს გადამწყვეტ ბრძოლას გამოუცხადებს“, – ნათქვამია ამ მიმართვაში. „ბოევიკების“ მანიფესტში პაკისტანის და ავღანეთის „თალიბანის“ სხვადასხვა ფრაქციის ერთ „ტერორის ჯარად“ გაერთიანების აუცილებლობაზეა საუბარი.
Daily Star-ის ინფორმაციით, ეს დოკუმენტი აშშ-ს დაზვერვის ხელში პაკისტანის მოქალაქისგან მოხვდა. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაცია ნამდვილია და არსებობს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის რეალური საფრთხე.