თურქეთი „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს

თურქეთის შეიარაღებული ძალები „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციებზე იერიშების მიტანას განაგრძობს. ავიაციამ დარტყმები განახორციელა ერაყში და თურქეთში ქურთების პოზიციებზე. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „ქურთების მუშათა პარტიის“ ექვსი ობიექტი განადგურდა, „ევრონიუსის“ ცნობით კი ავიადარტყმები რვა წერტილზე იყო მიტანილი.
მანამდე თვითმფრინავებმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია შირნაკში განახორციელეს შეტევები. ადგილობრივი ჩინოვნიკების ინფორმაციით, ის პოლიციელებზე ტერორისტების დარტყმების საპასუხოდ განხორციელდა. გარდა ამისა, თურქეთის ჯარმა ქურთთა პოზიციებს სირიის ქალაქ ჯარაბლუსთან ტანკებიდან საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიესალმება თურქეთის ხელისუფლების მოქმედებას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამასთანავე, მერკელის თქმით, ანკარამ უნდა გაარჩიოს „ისლამური სახელმწიფო“ და ქურთთა მუშათა პარტია. მერკელი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას ქურთების პრობლემები მშვიდობიანი მოლაპარაკებით მოაგვაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები