გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს თურქეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სტამბოლში და სხვა ქალაქებში მეტროს და ავტობუსის გაჩერებებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ეს თურქეთის ავიაციის მიერ სირიაში და ერაყში ქურთების და „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვასთან არის დაკავშირებული.
„არსებობს ქურთთა მუშათა პარტიის მხრიდან თავდასხმის საფრთხე“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთში უცხოური ტურისტების რაოდენობა 2015 წლის 6 თვის მანძილზე 2,25 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ თურქეთის კულტურის და ტურიზმის სამინისტრო იუწყება.