მედიაში გაეროს მიერ მალაიზიური „ბოინგის“ დაღუპვის თაობაზე რეზოლუციის პროექტის ტექსტი გავრცელდა
მედიაში გავრცელდა უკრაინაში 2014 წელს დაღუპული მალაიზიური „ბოინგის“ შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის ტექსტი. მასში საუბარია მალაიზიური თვითმფრინავის დაღუპვის გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაზე.
მალაიზიის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის მთავარი მიზანია იმ პირთა დასჯა, ვინც დონეცკის ოლქში „ბოინგ 777“-ის განადგურებაზეა პასუხისმგებელი.
რუსული გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ბოინგის“ დაღუპვა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას და ზედმიწევნით უნდა იყოს გამოძიებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტრიბუნალის ვერდიქტს ეროვნულ სასამართლოებთან შედარებით პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს.