ბარსელონის ცენტრში პოლიციელებმა ერთი ბოროტმოქმედი მოკლეს
ბარსელონის ცენტრში, სასტუმრო „რამბლასთან“ პოლიციელებმა ბოროტმოქმედი მოკლეს, რომელმაც მანამდე სროლა ატეხა. ამჟამად მეორე დამნაშავის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.
პოლიციის ინფრომაციით, ორი ნიღბიანი ბოროტმოქმედი სასტუმროსთან მივიდა და მის შესასვლელთან მყოფ ტურისტებს იარაღი დაუმიზნა. სროლა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაიწყო, ერთ-ერთი ვერსიით, ეს ძარცვის მცდელობა იყო. სროლის შედეგად ორმა ადამიანმა ჭრილობა მიიღო, ერთ – ერთი დაჭრილი მძიმე მდგომაროებაშია. დაჭრილები არიან ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.