გაეროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად 6 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული

2014 წლის აპრილიდან 2015 წლის 27 ივლისამდე აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად 6 ათას 832 ადამინია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის პრესმდივანი სესილ პუი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, დაჭრილია 17 ათას 87 ადამიანი.
ამასთანავე, გაეროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ციფრები მიახლოებითია, და ის გაეროს მონიტორინგის მისიის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით არის შედგენილი.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა მეტია. ეს მონაცემები არასრულია, ვინაიდან საომარი მოქმედებების ზონაში დაკვირვების ჩატარება ძალზე რთულია“, – აცხადებს პუი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები