ფილადელფიაში 8 წლის ბავშვს ორივე ხელი გადაუნერგეს

აშშ-ს ფილადელფიის შტატის ბავშვთა კლინიკის ექიმებმა განაცხადეს, რომ მათ 8 წლის ბავშვს ორივე ხელის მტევანი გადაუნერგეს. ეს ბიჭი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი გახდა, ვისაც მსგავსი ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 10 საათს გაგრძელდა და მასში 40 ქირურგი და რამდენიმე ანესთეზიოლოგი მონაწილეობდა. ურთულესი ოპერაციის დროს, ექიმებმა შეაერთეს ვენები, არტერიები, ნერვები და სახსრები, ხოლო ძვლები სპეციალური ტიტანის ფირფიტებით მიამაგრეს. ზიონ ჰარვის ხელების ამპუტაცია მცირწლოვან ასაკში ინფექციის გამო ჩაუტარეს. მას ასევე ფეხის ტერფები მოაჭრეს და ერთი თირკმელი გადაუნერგეს.
ახლა მთელი ცხოვრების განმავლობაში ბიჭს სპეციალური პრეპარატების მიღება მოუწევს, რათა ორგანიზმი ახალ ქსოვილს შეეგუოს. ასევე ბიჭს რეგულარული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები