პაკისტანში ციხიდან გაქცევის მცდელობისას ადგილობრივი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი მოკლეს

პაკისტანის ტერორისტული დაჯგუფება „ლაშკარ-ე-ჯანგვის“ ლიდერი მალიკ იშაკი ციხიდან გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს. სააგენტო „ფრანს-პრესის“ინფორმაციით, იშაკი და კიდევ 13 პატიმარი ქალაქ მუზაფარგარხში იყვნენ ლიკვიდირებულები. მათ ციხიდან გაქცევის დროს ცეცხლი პოლიციელებმა გაუხსნეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულია ტერორისტთა ლიდერის ორი შვილიც.
მალიკ იშაკი ციხეში 2013 წლის თებერვლიდან იმყოფება. მისი დაკავების მიუხედავად, ორგანიზაციის წევრები შიიტ მუსულმანებზე თავდასხმებს განაგრძობდნენ. კერძოდ, ა.წ. მაისის ბოლოს მათ ბელუჯისტანის პროვინციაში ორი ავტობუსი გააჩერეს და 25 ადამიანი გაიტაცეს. აქედან 19 ადამიანი მათ დახვრიტეს, ხოლო დანარჩენები გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები