პირველად 12 წლის განმავლობაში ირანში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი ამ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური უწყების პირველი ხელმძღვანელია, რომელიც 12 წლის განმავლობაში თეირანში ოფიციალური ვიზიტით ჩავა.
„ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი შეთანხმების გაფორმების შემდეგ ლორან ფაბიუსი თეირანში ჩავა. ეს საფრანგეთის საგარეო საქმეთ მინისტრის პირველი ვიზიტია ირანში 12 წლის განმავლობაში“, – განაცხადეს საფრანგეთის საგარეო-პოლიტიკურ უწყებაში.
დაგეგმილია ფაბიუსის შეხვედრა ირანის პრეზიდენტთან ჰასან რუხანისთან, ასევე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან. ფაბიუსის აზრით, ირანთან მიღწეული შეთანხმება ფრანგულ კომპანიებს ირანელ კოლეგებთან თანამშრომლობის საშუალებას მისცემს „საერთაშორისო თანამეგობრობაში ირანის რეინტეგრაციის შემდეგ“. ფაბიუსის ინფორმაციით, ირანის 80-მილიონიანი ბაზარი ფრანგებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს.
ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების პერიოდში 2004 წელთან შედარებით საფრანგეთ-ირანის სავაჭრო ბრუნვა 8-ჯერ შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები