დალასის ზოოპარკში ცნობილი ჟირაფი დაიღუპა

 აშშ-ს ქალაქ დალასში პატარა ჟირაფი, სახელად კიპენზი დაიღუპა. ეს ჟირაფი გაჩენის შემდეგ ძალზე ცნობილი იყო, რადგანაც მისი დაბადების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში ხდებოდა.
უბედური შემთხვევა იმ მომენტში მოხდა, როდესაც კიპენზი სხვა ჟირაფს დაეჯახა და კისერი მოიტეხა. „ეს უზარმაზარი დანაკლისია ჩვენი ზოოპარკისთვის. ჩვენ ძალიან განვიცდით ამ ამბავს“, – განაცხადა დალასის ზოოპარკის დირექტორმა გრეგ ჰადსონმა.
კიპენზის დაბადებას პირდაპირ ეთერში ტელეარხი Animal Planet-ი გადასცემდა. ამ ეთერს 1 მილიონ 500 ათასი ადამიანი უყურებდა. ყველას, ვისაც დაღუპული ჟირაფის ხსოვნისადმი პატივის მიგებას აპირებს, ზოოპარკის თანამშრომლები ჟირაფების დაცვის ფონდში შესაწირის გადარიცხვას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები