აშშ-ს ვისკონსინის შტატში მომხდარ ავიაკატასტროფას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ვისკონსინის შტატში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მცირე ზომის თვითმფრინავი Beech M35 ქალაქ ამერისთან ყანაში ჩავარდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, თვითმფრინავის მიწაზე დაცემის შემდეგ მას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უამრავი ადამიანი მივარდა, რათა მგზავრებისთვის დახმარება აღმოეჩინათ, მაგრამ ოთხივე ადამიანი უკვე დაღუპული იყო. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა ვინაობას არ ასახელებს.
ავიაკატასტროფის მიზეზებს აშშ-ს ფედერალური საავაციო სამსახური და პოლკის ოლქის პოლიცია იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები