ეგვიპტეში ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა კაიროს მახლობლად, დასახლება ელ – უბურეში ავეჯის ფაბრიკაში მომხდარი ხანძრის შედეგად.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ხანძარი ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. ცეცხლის ჩაქრობა იმან გაართულა, რომ ფაბრიკაში საკმარისი ანტისახანძრო მოწყობილობები არ აღმოჩნდა.
ფაბრიკის მეპატრონე და რამდენიმე პირი დაკავებულები არიან. ასეთი ინციდენტები ეგვიპტისთვის იშვიათი არ არის. იქ ფაბრიკები და ქარხნები ხშირად ძველ შენობებშია განთავსებული, ხოლო უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.