ავიალაინერის პილოტები კაბინაში პორნოვარსკვლავთან ერთობიან (ფოტო და ვიდეო)
ავიაკომპანია Kuwait Airways-ის პილოტები სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მსახიობმა და ჟურნალ „ფლეიბოის“ ვარსკვლავმა ხლოია ხანმა ინტერნეტში ფოტოები და ვიდეოები დადო, რომელზეც ის და მისი მეგობარი გოგონა ავიალაინერის კაბინაში პილოტებთან ერთად ერთობიან. თვითმფრინავი ლონდონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით რეისს ასრულებდა.
მოდელი აცხადებს, რომ პილოტი პირდაპირ კაბინაში სიგარას ეწეოდა და მსახიობი მუხლებზე დაისვა, თუმცა არც ვიდეოებზე, არც ფოტოებზე ეს არ ჩანს. მოდელი ამბობს, რომ პილოტების ასეთი საქციელით ის აღშფოთებული იყო და პირველ პილოტს ჰკითხა, თუ რამდენად ნორმალურია ბორტზე მოწევა და ის, რომ კაბინაში მგზავრები იმყოფებიან, რაზეც პილოტმა თითქოს უპასუხა: „აქ წესებს მე ვადგენ“. ხლოია ხანის განცხადებით, მეორე პილოტს ამ დიალოგში და გართობაში მონაწილეობა არ მიუღია.