საუდის არაბეთის ავიაციამ შეცდომით იემენის სამთავრობო ძალები დაბომბა

არაბული კოალიციის ავიაციამ იემენში ამბოხებულების ნაცვლად სამთავრობო ძალების პოზიციები დაბომბა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, შეტევის შედეგად ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ავიადარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 5-დღიანი შეთანხმების მიუხედავად განხორციელდა.
გაეროს ინფორმაციით, იემენში კონფლიქტის დაწყების შემდეგ 3,6 ათასი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის მოსახლეობის 80% კი, პირველ რიგში – საკვებით დახმარებას საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები