ერაყში მომხდარი ტერაქტების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
ერაყის ქალაქ ბააკუბაში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა.
სამი აფეთქება ფეხბურთის მოედნის სიახლოვეს მოხდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. სამართალდამცველ ორგანოებში ვარაუდობენ, რომ დაუღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
ტერორისტულ შეტევაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.