რუსეთის რესტორნებში უცხოური კერძების შეზღუდვის კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროში მზადდება
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „კომუნისტების ფრაქციის“ წევრი ვადიმ სოლოვიოვი პარლამენტის სხდომაზე განსახილველად კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვით კაფეების და რესტორნების მენიუში რუსული კერძების ოდენობა 50%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს. საუბარია ისეთ კვებით დაწესებულებებზე, რომლებიც რომელიმე ნაციონალურ სამზარეულოს არ მიეკუთვნება.
„რომ შეხედოთ მოსკოვში ასეთ დაწესებულებებს, თვალში გვხვდება ფრანგული, იტალიური, იაპონური კერძების სიმრავლე. ამასთანავე, ძალიან რთულია ისეთი კვებითი ობიექტების ნახვა, სადაც ჩვენი პ ნაციონალური კერძებია წარმოდგენილი“, – განუცხადა სოლოვიოვმა გაზეთ „იზვესტიას“.
დეპუტატის აზრით, უცხოურ კერძებზე ლიმიტი რესტორნებსა და კაფეებში რუსული გასტრონომიული ტრადიციების აღორძინებას გამოიწვევს და ტურისტების მოზიდვას ხელს შეუწყობს.