რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთ რადიკალებთან მოლაპარაკების გაგრძელებას არ აპირებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქურთ რადიკალებთან მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლებელია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ სამშვიდობო მოლაპარაკება ადამიანებთან, ვინც ჩვენს ნაციონალურ ერთიანობას ემუქრება“, – განაცხადა ერდოღანმა. მან ასევე მოუწოდა პარლამენტის წევრებს, იმუნიტეტი მოუხსნან პოლიტოკოსებს, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებებთან არიან დაკავშირებულები.
როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 1050 ადამიანია დაკავებული, მათ შორის ქვეყანაში აკრძალული „ქურთების მუშათა პარტიის“ წევრები.
თურქეთში სიტუაცია 20 ივლისს ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამწვავდა. აფეთქების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შემდეგ თურქეთმა სირიაში და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ და „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციები დაბომბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები