ინდონეზიაში 7,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ერთი ადამიანი დაიღუპა

ძლიერი მიწისრა მოხდა დღეს ინდონეზიაში. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჯაიაპურადან 247 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 15 წლის მოზარდი, რომელიც თევზაობდა, ბიძგების დროს მდინარეში ჩავარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
ინდონეზია წყნარი ოკეანის ე.წ. ცეხლის რკალის ზონაში მდებარეობს, სადაც მაღალი სეისმური აქტივობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები