ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში ტურისტებში პოპულარული ლომი მოკლეს
ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში მონადირემ ტურისტებში ცნობილი ლომი, სახელად სესილი მოკლა. ამის შემდეგ ლომს ტყავი გააძრეს და თავი მოაჭრეს. ამ „გართობაში“ მონაწილეობისთვის მონადირემ, სავარაუდოდ, 55 ათასი დოლარის ქრთამი გადაიხადა. როგორც „ბი-ბი-სის“ გარემოს დაცვის სპეციალისტმა ჯონი როდრიგესმა განუცხადა, ლომის მკვლელობაში ესპანელი მამაკაცია ეჭვმიტანილი.
როდრიგესის ინფორმაციით, სესილს ჯერ მშვილდ-ისარი ესროლეს, ხოლო შემდეგ თოფით მოკლეს.
13 წლის ლომი ზიმბაბვეს ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა იყო. ზიმბაბვეს ხელისუფლება ცდილობს, ბოლო მოუღოს არალეგალურ ნადირობას და ბრაკონიერობას, რომელიც ველური ცხოველების ზოგიერთი სახეობის არსებობას საფრთხეს უქმნის.