ბაჰრეინში ტერაქტის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა

ბაჰრეინის დედაქალაქის სიახლოვეს მომხდარი ტერაქტის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და კიდევ ექვსი დაიჭრა, მათ შორის ერთი – მძიმედ. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი
პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღის წინ ბაჰრეინის სამართალდამცველმა ორგანოებმა იარაღის კონტრაბანდის არხი აღმოაჩინეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ იარაღი ბაჰრეინში ირანიდან ჩაჰქონდათ.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სანაპირო დაცვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ მცირე ზომის გემი დააკავა, რომლითაც ორი პირი ქვეყანაში ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანას ცდილობდა. გემის პორტზე კონტრაბანდისტებს 43 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რვა ავტომატი, ასევე დეტონატორები და ტყვია-წამალი გადაჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები