მოლდავეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა
მოლდავეთის პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვალერიუ სტრელეცის წარდგენის თაობაზე. ამის შესახებ გამოცემა publika.md იუწყება.
„წარდგენილი კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, ბატონ სტრელეცს პოლიტიკაში გამოცდილება აქვს. ჩვენ მას მომავალ საქმიანობაში მხარს დავუჭერთ. მან რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარმოადგინოს მთავრობა, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეები სტაბილურობით არიან დაინტერესებულები. არსებობს მრავალი პრობლემა, მათ შორის ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის საკითხი“, – განაცხადა ტიმოფტიმ. ახალ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს 101-დან 51-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი. სამა პარტიისგან შემდგარ ევროინტეგრაციის ალიანსს 52 სადეპუტატო მანდატი აქვს.