„თალიბებმა“ 120 ავღანელი პოლიციელი გაათავისუფლეს

მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ 120 ავღანელი პოლიციელი გაათავისუფლეს, რომლებიც პროვინცია ბადახშანში ავღანეთის შინაგანი ჯარის ბაზას თავს დაესხნენ.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის ჯარის და სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სამდღიანი ბრძოლის შემდეგ იარაღი დაყარეს და „ბოევიკების“ მხარეს გადავიდნენ. მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
თალიბებმა პოლიციელები გაათავისუფლეს, მაგრამ ბაზა, იარაღი და ტყვია-წამალი მათ განკარგულებაში დარჩა.
ავღანური სააგენტო „პაჟვოკის“ ინფორმაციით, ამ შეტაკების შედეგად 20 „ბოევიკი“ და ავღანეთის უშიშროების ძალების 10 თანამშრომელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები