მუამარ კადაფის შვილს სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ლიბიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილს – საიფ ალ-ისლამს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მას 2011 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა ედება ბრალად.
თავად ალ-ისლამი სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა და ის ჩვენებას ვიდეოკავშირის მეშვეობით აძლევდა. კადაფის შვილი ქალაქ ზინტანში ამბოხებულებთან იმყოფება, რომლებიც მის გაცემაზე უარს აცხადებენ.
საიფ ალ-ისლამის გარდა, ამ საქმეზე კიდევ 8 ადამიანია ბრალდებული. მათ ნაწილს პატიმრობა, ნაწილს კი სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
გასული წლის მარტში მუამარ კადაფის მეორე შვილი – საადი, რომელიც ნიგერში გაიქცა, ლიბიაში ექსტრადირებული იყო. ის ასევე 2011 წელს დემონსტრანტების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები