კალიფორნიაში 15 წლის მოზარდს 8 წლის გოგოს მკვლელობაში ადანაშაულებენ

კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუსში 8 წლის გოგო მედისონ მიდლტონი, რომელიც კვირას გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ცხედარი, რომელიც, სავარაუდოდ, მიდლტონს ეკუთვნის, ნაგვის ბუნკერში აღმოაჩინეს. ამის შემდეგ პოლიციამ 15 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც გოგოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
ჯერჯერობით უცნობია, რა კავშირი იყო გარდაცვლილ გოგოს და მოზარდს შორის, ასევე უცნობია, რის საფუძველზე არის ის ეჭვმიტანილი მკვლელობაში.
ბოლოს ბავშვი საკუთარ სახლთან ორი დღის წინ დაინახეს. ის თეთრი სკუტერით სეირნობდა. ამის შემდეგ მედისონი გაქრა, ხოლო დედამისმა პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა 3,5 ჰექტარის ფართობის მიმდებარე ტერიტორია გაჩხრიკეს, რისთვისაც ნავები, ვერტმფრენები და ძაღლები გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები