თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

თურქეთში, ირანის საზღვრის სიახლოვეს გაზსადენი ააფეთქეს. ტერორისტული აქტი აგრის პროვინციაში ირანის საზღვრიდან 15 კილომეტრში მოხდა.
„გაზსადენის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც მალევე ლიკვიდირებული იყო. მილის შეკეთების შემდეგ გაზის მიწოდება აღდგება“, – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ტანერ ილდიზმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიღებულია ყველა ზომა ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივი აირით სხვა წყაროებიდან უზრუნველსაყოფად.
სააგანეტო Anadolu-ს ცნობით, ამ დღეეებში ასევე თავდასხმა მოხდა ელექტროგადამცემ ხაზზე სილოფის და ჟიზრის რაიონებს შორის, რომელიც ქურთებით დასახლებულ რეგიონში მდებარეობს.
თურქეთში სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა მუშათა პარტიის პოზიოციებზე დარტყმები განახორციელეს. ამის შემდეგ ქურთთა მუშათა პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ანკარასთან სამშვიდობო შეთანხმებამ ძალა დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები