ჰოლანდიური თვითმფრინავი კატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩა (ვიდეო)
ამსტერდამის აეროპორტში ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM-ის კუთვნილი ლაინერი Boeing 777 კატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ დაშვების დროს თვითმფრინავი ძლიერი ქარის გამო ხან ერთ, ხან მეორე გვერდზე იხრება, ხოლო ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მისი შასი ასაფრენ ბილიკს შეეხო, ლაინერი კინაღამ ამობრუნდა. საბედნიეროდ, პილოტებმა ბოლო მომენტში უზარმაზარი ლაინერის გაწონასწორება შეძლეს და ის უსაფრთხოდ დაფრინდა.
ექსტრემალური დაფრენის მიუხედავად, მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაცია უძლიერესი ქარის გამო შეიქმნა, რომლის სიჩქარე წამში 34 მეტრს აღწევდა.
ამსტერდამის აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პილოტები შტორმის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.