თურქეთმა ნატოს საგანგებო სამიტის ჩატარება მოითხოვა

თურქეთის ინიცატივით სამშაბათს ნატოს წევრი ქვეყნების 28 ელჩის საგანგებო შეხვედრა გაიმართება. ამ ორგანიზაციის წესდების მიხედვით, მის წევრს საგანგებო სამიტის ჩატარების მოთხოვნა მაშინ შეუძლია, როდესაც მიაჩნია, რომ მას საფრთხე ემუქრება.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ შეხვედრაზე თურქეთს სურს, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვოს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ და ერაყში ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩატარების საკითხში. თურქეთის ავიაციამ და არტილერიამ ამ მიზნებით დარტყმები რამდენიმე დღის წინ უკვე განახორციელა.
ოპერაციის დაწყება თურქეთის ხელისუფლებამ ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გადაწყვიტა, სადაც აფეთქების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები